გარსია: "კვარაცხელიასგან და პოლიტანოსგან ამას ველოდები" » სპორტის ხაზი

გარსია: "კვარაცხელიასგან და პოლიტანოსგან ამას ველოდები"

გარსია: "კვარაცხელიასგან და პოლიტანოსგან ამას ველოდები"
28-10-2023, 19:06
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მე-10 ტურის მთავარი ინტრიგა "ნაპოლისა" და "მილანის" მოახლოებული დაპირისპირებაა.

მატჩის წინ რუდი გარსიამ მედიასთან მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კი ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მნიშვნელობაზეც:

"მარადონაზე უფრო ეფექტურად თამაში გვმართებს. გასვლით შეხვედრაში მუდმივად წარმატებას ვაღწევთ, რასაც საშინაო მატჩებზე ვერ ვიტყვით.

რაფა ლეაო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ის "მილანში" ერთადერთი სახიფათო ფიგურა არაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ოლივიე ჟირუს, ასევე კრისტიან პულისიჩის გაჩერებაზეც.

რაც შეეხება ხვიჩას, ის თავის სტაბილურ დონეს უბრუნდება, რომელიც ძალიან მაღალია. ჩვენი გარემარბებისგან - ხვიჩასგან და მატეო პოლიტანოსგან მაქსიმუმს ველი. მინდა, რომ ისინი სხვაობის შემქმნელები იყვნენ",
- განაცხადა ფრანგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.