"მინდა დავბრუნდე იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო" - კლუივერტს "აიაქსის" მწვრთნელობა სურს » სპორტის ხაზი

"მინდა დავბრუნდე იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო" - კლუივერტს "აიაქსის" მწვრთნელობა სურს

"მინდა დავბრუნდე იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო" - კლუივერტს "აიაქსის" მწვრთნელობა სურს
28-10-2023, 15:19
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ პატრიკ კლუივერტმა tivibuspor-თან მიცემულ ინტერვიუში ამსტერდამის აიაქსზე და გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და საინტერესო რამ განაცხადა.

"გული მწყდება, როცა ჩემს კლუბს ასე ვხედავ. იმის თქმა, რომ საქმეები კარგად არ მიდის, არ არის საკმარისი. ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ მინდა, ერთ დღეს აიაქსის მწვრთნელი გავხდე. მინდა დავბრუნდე იქ, საიდაც ყველაფერი დაიწყო."

შეგახსენებთ, რომ კლუივერტი აიაქსის აკადემიის აღზრდილია. მარცხენა ვინგერმა ამსტერდამული გრანდის მაისურით 100 მატჩის ჩატარება, 52 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის მიწერა მოახერხა.

ტიტულებს რაც შეეხება, პატრიკის მონაგარი ასეთია : 1 საერთაშორისო თასი, 2 ნიდერლანდების სუპერ თასი, 3 ნიდერლანდების თასი, 1 უეფა სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი