ცნობილი ტელეწამყვანი : "მიქაუტაძეს ამ გრანდებში ეპატიჟებოდნენ, თუმცა მან აიაქსი აირჩია" » სპორტის ხაზი

ცნობილი ტელეწამყვანი : "მიქაუტაძეს ამ გრანდებში ეპატიჟებოდნენ, თუმცა მან აიაქსი აირჩია"

ცნობილი ტელეწამყვანი : "მიქაუტაძეს ამ გრანდებში ეპატიჟებოდნენ, თუმცა მან აიაქსი აირჩია"
28-10-2023, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა ტელეწამყვანმა პენკ სპანმა Het Parool-სთან საუბრისას ქართველ ფორვარდზე გიორგი მიქაუტაძეზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და აიაქსი გააკრიტიკა.

"გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში ჯერ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია, თუმცა ქართველში დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, ამსტერდამში სათამაშო დრო უნდა მიეცეს. მიქაუტაძე თავდამსხმელია, მაგრამ უცნობია, ეს აიაქსის სამწვრთნელო სტაფში იციან თუ არა.

ხუთი გოლი გაიტანა ტაილანდთან და კვიპროსთან. კარგი, ეს არაფერს ნიშნავს. მიქაუტაძემ შვიდი წელი ითამაშა ლიონის ახალგაზრდულ აკადემიაში. იქიდან წასვლა მოუწია, რადგან 14 წლის ასაკში მხოლოდ 1.40 მეტრი სიმაღლის იყო. მისი თანაგუნდელი ამინ გუირი, რომელიც ახლა რენში თამაშობს, მაშინ 1.70 მეტრი სიმაღლის გახლდათ.

მიქაუტაძემ გამოაჩინა ხასიათი. მან მეცში გასულ სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ის საფრანგეთის მეორე დონის ფეხბურთელია“ – ეს ის სიტყვებია, რომელსაც მასთან მიმართებით ბანალურად მოაზროვნე ანალიტიკოსები იყენებენ. მე ვნახავდი, ქართველი თავდამსხმელი რეალურად რას წარმოადგენს.

მეცში მიქაუტაძეს რუმინელი მწვრთნელი ლასლო ბალონი აქებდა და თქვა, რომ მისმა წასვლამ სულის ნაწილი წაართვა. მოგვიანებით მან მიქაუტაძისადმი იუვენტუსის, მილანისა და ბარნლის ინტერესის შესახებაც თქვა, მაგრამ გიორგიმ ამ გუნდებს აიაქსი ამჯობინა. შესაძლოა, ეს აგენტების გაზვიადებული სიტყვებია, მაგრამ აიაქსს, რეალურად, ამ ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები ჯერ არ უნახავს.
"


აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველმა ფორვარდმა ამსტერდამული კლუბის მაისურით მხოლოდ და მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა და ჯერ თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი