ოუენი: "გამიკვირდება, თუ მესიმ ოქროს ბურთი ვერ მოიგო" » სპორტის ხაზი

ოუენი: "გამიკვირდება, თუ მესიმ ოქროს ბურთი ვერ მოიგო"

ოუენი: "გამიკვირდება, თუ მესიმ ოქროს ბურთი ვერ მოიგო"
28-10-2023, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

30 ოქტომბერს ოქროს ბურთის დაჯილდოვება ჩატარდება.

ამ ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატები ლეო მესი და ერლინგ ჰოლანდი არიან, მაგრამ უამრავი კულუალური ინფორმაციით, ოქროს ბურთს რიგით მერვედ ლეო მესი მიისაკუთრებს.

სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ლეგენდალურმა ინგლისელმა მაიკლ ოუენმა:

"წელს ოქროს ბურთის ორი გამორჩეული ფავორიტი გვყავს ჰოლანდისა და მესის სახით. ჰოლანდმა 52 გოლი გაიტანა და 3 ტიტული მოიგო, აქედან გამომდინარე, მშვენიერი კანდიდატია ჯილდოს მოსაგებად, თუმცა მესის საოცნებო წელი ჰქონდა.

ძალიან გამიკვირდება, თუ ოქროს ბურთს ლეო ვერ მოიგებს",
- ციტირებს მის სიტყვებს DAZN.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი