"მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამორჩება" - იტალიელები კვარაცხელიაზე საუბრობენ » სპორტის ხაზი

"მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამორჩება" - იტალიელები კვარაცხელიაზე საუბრობენ

"მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამორჩება" - იტალიელები კვარაცხელიაზე საუბრობენ
27-10-2023, 20:31
Aa Aa
გაზიარება:

Radio Kiss Kiss Napoli-ში "მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.


"როდესაც მოედანზე მარიო რუია, კვარაცხელია უკეთ თამაშობს, ვიდრე ოლივერასთან ერთად. ჩემი აზრით, კვარა ვინისიუსზე ბევრად ძლიერია" - თქვა დე მაჯომ, რომელსაც ნაწილობრივ დაეთანხმა ვინჩენცო პერნაც.


"მილანთან მარიო რუი ითამაშებს, რათა კვარაცხელიამ მოედანზე თავი უკეთ იგრძნოს. მარიო რუი ყოველთვის ცდილობს სიღრმეში თამაშს და ასე ქართველიც დამანგრეველი ფეხბურთელი ხდება. ჩემი აზრით, კვარაცხელია თავის პოზიციაზე მხოლოდ ვინისიუსს და მბაპეს ჩამორჩება, მაგრამ კაკას ნუ შევადარებთ. დღეს კვარა რეალში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდებოდა, რომ იქ ვინისიუსია და ერთად ვერ ითამაშებენ" - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა ვინჩენცო პერმამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი