ცნობილია - ვინ მოიგებს ოქროს ბურთს » სპორტის ხაზი

ცნობილია - ვინ მოიგებს ოქროს ბურთს

ცნობილია - ვინ მოიგებს ოქროს ბურთს
26-10-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

30 ოქტომბერს პარიზში გასამართი ოქროს ბურთის ცერემონიის გამარჯვებული ცნობილია.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, წლის ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ლეო მესი მოიგებს.

ეს არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის მე-8 ოქროს ბურთი იქნება, რითიც თავისივე რეკორდს გააუმჯობესებს.

მესის მთავარ კონკურენტად ერლინგ ჰოლანდი მიიჩნევა, რომელმაც 3 ტიტული მოიგო და 50-ზე მეტი გოლიც გაიტანა, თუმცა, როგორც ჩანს, მუნდიალი მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა ხმის მიმცემებისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი