"დარწმუნებული ვიყავი ასე მოხდებოდა" - რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს » სპორტის ხაზი

"დარწმუნებული ვიყავი ასე მოხდებოდა" - რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს

"დარწმუნებული ვიყავი ასე მოხდებოდა" - რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს
25-10-2023, 16:26
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "უნიონთან" გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის თავკაცმა რუდი გარსიამ ინტერვიუ Sky Sport Italia-ს მისცა, სადაც ორიოდე რამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც განაცხადა.

"რთული შეხვედრა იყო და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. დაცვაში საიმედოები ვიყავით, მაგრამ, ამავდროულად, კარგად ვერ ვუტევდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ბერლინში 3 ქულის მოპოვება უძნელესი იქნებოდა – როდესაც გუნდს აქვს ცუდი შედეგების სერია, სტატისტიკურად, ისინი ამ სერიას უფრო შეწყვეტენ, ვიდრე გააგრძელებენ.

პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ცუდია, რადგან ბერლინის უნიონი სხვების შეცდომებით კარგად სარგებლობს და კონტრშეტევაზე სწრაფად მიდის. მნიშვნელოვანი იყო მოთმინება, მეორე ტაიმში კი ბურთი მოვიპოვეთ და თამაში გავაკონტროლეთ.

გამარჯვების გოლმა გამახარა, შესანიშნავი კომბინაციით გავიტანეთ და ძალიან მომეწონა. ხვიჩა კვარაცხელიამ მშვენივრად ითამაშა, ხოლო რასპადორიმ პოზიცია სწორად შეარჩია. ჩვენ ყველა საჭირო უნარი გამოვავლინეთ, რაც ასეთი თამაშების მოსაგებადაა აუცილებელი. Კარგია, რომ ვიცით მთავარი – თამაში ბოლო წუთამდე უნდა გავაგრძელოთ.

კვარაცხელიას„უდინეზესთან“ მატჩამდე დიდი ხანი ვესაუბრე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლის შემდეგ ის ძველ როლში დაგვიბრუნდებოდა, მისთვის მთავარი იყო მხოლოდ გოლზე არ ეფიქრა. მართლაც ასე მოხდა – ამ მატჩის შემდეგ ის გახდა განსხვავებული, უფრო მშვიდი და ხედავთ, რომ ბევრად უკეთესია. კვარაცხელია ხელახლა იბადება
."


შეგახსენებთ, რომ ამ მოგებით პარტენოპეი C ჯგუფში მეორე ადგილზე 6 ქულით იმყოფება და ჯგუფის ლიდერ მადრიდის რეალს 3 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი