ნიკოლა იოკიჩმა სეზონი სამმაგი დუბლით გახსნა - NBA-სეზონმა სტარტი აიღო » სპორტის ხაზი

ნიკოლა იოკიჩმა სეზონი სამმაგი დუბლით გახსნა - NBA-სეზონმა სტარტი აიღო

ნიკოლა იოკიჩმა სეზონი სამმაგი დუბლით გახსნა - NBA-სეზონმა სტარტი აიღო
25-10-2023, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, გამთენიისას, NBA განახლდა, სეზონი დენვერ ნაგეთსისა და ლეიკერსის მატჩით გაიხსნა.

ეს ორი გუნდი გასულ სეზონში ერთამენთს კომფერენციის ფინალშიც დაუპირსპირდნენ და დენვერმა იქ ოთხივე თამაში მოიგო.

სცენარი დღესაც იმგვარად წარიმართა, ნიკოლა იოკიჩის დომინაციას ენტონი დევისის უსუსური თამაში მოჰყვა და ლებრონ ჯეიმსის 21-ე სეზონი მარცხით დაიწყო.

ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი მიითვალავა 29 ქულით 13 მოხსნითა და 11 პასით.

ლეიკერსის როსტერში ისევ 38 წლის ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო, მეფემ 29 წუთში 8 მოხსნას 5 პას და 21 ქულას მოუყარა თავი.


აღსანიშნავია ენტონი დევისის მეორე ტაიმი, რომელშიც ერთ დროს ლიგის ყველაზე დომანტურმა ცენტრმა 0 ქულა ჩააგდო და იოკიჩს ვერც დაცვაში დაუპირისპირა რაიმე.

NBA-ში წუხელ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, ფინიქს სანსმა გოლდენ სტეიტი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი