კვარაცხელია: "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სხვებიც იმსახურებდნენ" » სპორტის ხაზი

კვარაცხელია: "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სხვებიც იმსახურებდნენ"

კვარაცხელია: "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სხვებიც იმსახურებდნენ"
25-10-2023, 11:39
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით "ნაპოლიმ" "უნიონ" ბერლინი რთულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, 0-1 დაამარცხა.

ქართველი მოედანზე აშკარად გამორჩეული იყო, რის გამოც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაიმსახურა. ჯილდოს მიღების შემდეგ კვარაცხელიამ მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

"დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა ახლა უკვე სხვა თამაშებზე და იქ წარმატებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მადლობა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მომანიჭეთ, თუმცა დღეს მოედანზე ამ წოდებას სხვებიც იმსახურებდნენ, მათ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. ალბათ, შემდეგში ისინიც გახდებიან მატჩის საუკეთესოები", - განაცხადა ხვიჩამ.

"ნაპოლის" 3 ტურის შემდეგ ჯგუფში 2 მოგება აქვს და "რეალის" შემდეგ მეორე ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი