ბარსელონასთან გასამართი მატჩის წინ შახტარმა მწვრთნელი გამოცვალა » სპორტის ხაზი

ბარსელონასთან გასამართი მატჩის წინ შახტარმა მწვრთნელი გამოცვალა

ბარსელონასთან გასამართი მატჩის წინ შახტარმა მწვრთნელი გამოცვალა
24-10-2023, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დონეცკის "შახტარმა" ახალი მწვრთნელი დანიშნა.

უკრაინელებმა მწვრთნელად როტედამის "ფეინოორდის" მწვრთნელის ასისტენტი, მარინო პუშიჩი დანიშნეს.

პუშიჩს მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ ერთი სეზონით "ტვენტეში'' აქვს ნამუშევარი და ძირითადად მთავარი ასისტენტი იყო.

"შახტარი" ბოლო შეხვედრაში კლუბის დირექტორის, დარიო სრნას ხელმძღვანელობით გავიდა და 3-0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის "შახტარი" გასვლაზე "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან და ვიმედოვნებთ, რომ დროებითი მწვრთნელი მათ ძირითადში დააყენებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი