ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ნაპოლის" მეტოქე "უნიონ ბერლინი" იქნება.
il Mattino იტყობინება, რომ შესაძლოა რუდი გარსიამ გერმანული კლუბის წინააღმდეგ ცვლილებები განახორციელოს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხება.
საქმე ისაა, რომ ფრანგი სპეციალისტი აპირებს ხვიჩას პოზიცია შეუცვალოს და მარცხენა ფლანგის მაგივრად მარჯვნივ დააყენოს, მარცხნივ კი შანსი იესპერ ლინდსტრიომს მისცეს, ხოლო ამტეო პოლიტანო სათადარიგო სკამზე იქნება.
"ნაპოლის" ლიგის ამ სეზონში 1 მოგება და 1 წაგება აქვს, "უნიონი" უქულოდაა.