შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა » სპორტის ხაზი

შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა

შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
24-10-2023, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბანკო დი სარდინია დამაჯერებლად, 80:66 დაამარცხა, ხოლო ქართველი მძიმე ფორვარდი პარკეტზე გამორჩეული იყო.

შენგელიას ანგარიშზე 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტი იყო - როგორც ხედავთ, მას სამმაგ დუბლამდე სულ რაღაც 1 ასისტი დააკლდა.

გასაკვირი არაა, რომ ამ სტატისტიკის ფონზე შენგელია ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში შენგელიამ 55% მიიღო და კონკურეტს საგრძნობლად აჯობა.

ვირტუს ბოლონიას იტალიის ჩემპიონატში 4-დან 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი