"მალე აფხაზეთთან ვითამაშებთ"-რუსებმა მომდევნო მეტოქე აარჩიეს » სპორტის ხაზი

"მალე აფხაზეთთან ვითამაშებთ"-რუსებმა მომდევნო მეტოქე აარჩიეს

"მალე აფხაზეთთან ვითამაშებთ"-რუსებმა მომდევნო მეტოქე აარჩიეს
23-10-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრები მძიმე განსაცდელშია, მას შემდეგ რაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რუსული კლუბები და ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს, შესაბამისად მათვის ქვეყნის გარეთ სათამაშო პრაქტიკის მოძიება ძალიან გართულდა.

რუსეთის ნაკრები ძირითადად ჩამორჩენილ ქვეყნებთან ამხანაგური მატჩებით შემოიფარგლება და 2024 წლისთვის ახალი მეტოქეც აირჩიეს.

როგორც რუსულ მედიაში იწერება, ზანზიბარის საფეხბურთო ასოციაციასთან შეთანხმება მიღწეულია და მატჩი რუსეთში ჩატარდება.

ვინაიდან ზანზიბარი ტანზანიის ავტონომიას წარმოადგენს ის ფიფას წევრი არ არის, თუმცა რუსები ტანზანიასთანაც ცდილობენ სენსაციური მატჩის ჩანიშვნას.

რა თქმა უნდა,СПОРТ-ЭКСПРЕСС-ის გავრცელებულ ამ ინფორმაციას რუსებიც ირონიულად უყურებენ. "ცოტაც და ჩვენი მეტოქეები უკვე აფხაზეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ნაკრებები იქნებიან", -წერს ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ, სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთის ნაკრებს არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და მთელი ეს დრო ყირგიზეთის, ყაზახეთის კენიისა და სხვა ამ დონის ნაკრებებთან თამაშითაა გართული


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.