უდიდესი წარმატება - გიორგი შერმადინმა "რეალის" წინააღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა » სპორტის ხაზი

უდიდესი წარმატება - გიორგი შერმადინმა "რეალის" წინააღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა

უდიდესი წარმატება - გიორგი შერმადინმა "რეალის" წინააღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა
23-10-2023, 23:11
Aa Aa
გაზიარება:

წარუმატებელი გამოდგა ტენერიფეს საშინაო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. კუნძულელებმა მადრიდის რეალს უმასპინძლეს და ბოლო წუთებზე 76:82 დამარცხდნენ.

18 ქულით ტენერიფეს ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, რეალს კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა – 14 ქულა, 8 მოხსნა.

შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 14 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა.

კანარელებს უახლოესი მატჩი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ელით – თურქულ დარუშაფაკას ესტუმრებიან.

„რეალთან შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე საუკეთესო შედეგი გერმან გლეზს ჰქონდა – 731."

584 ჩაგდებული ორქულიანით მეოთხე ადგილზეა შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი.

უდიდესი წარმატება - გიორგი შერმადინმა "რეალის" წინააღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი