ცნობილია : როდის შეძლებთ საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთების ყიდვას » სპორტის ხაზი

ცნობილია : როდის შეძლებთ საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთების ყიდვას

ცნობილია : როდის შეძლებთ საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთების ყიდვას
23-10-2023, 23:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს დინამო არენაზე გამართავს. მატჩის ბილეთები TKT.GE-ზე ონლაინრეჟიმში 24 ოქტომბრის 12:00 საათიდან გაიყიდება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს – 16 ნოემბერს შოტლანდიასთან მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 19 ნოემბერს ესპანეთთან გასვლითი შეხვედრა – 23:45 საათზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი