მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეს ხელის მოტეხილობა დაუდასტურდა » სპორტის ხაზი

მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეს ხელის მოტეხილობა დაუდასტურდა

მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეს ხელის მოტეხილობა დაუდასტურდა
23-10-2023, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში, რომელშიც "ბაიერნმა" მაინცი 3:1 დაამარცხა, ხელი მოიტეხა.

მიუნხენური კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანელ ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, მაგრამ, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გორეცკამ "მაინცის" წინააღმდეგ 59-ე წუთზე გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე კი ტრავმის გამო შეცვალეს.

ამ ამბავს "რეკორდმაისტერისთვის" კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ გუნდს სხვა არაერთი ფეხბურთელი აკლია. გორეცკასა და ნოიერის გარდა, მიუნხენელებს მინიმუმ მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან გნაბრი, მაზრაუი, გერეირო და უპამეკანო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი