"მეშინია ამის გამო დოპინგ კონტროლზე არ ჩავვარდე" - მოურინიო პაპუ გომესს დასცინის » სპორტის ხაზი

"მეშინია ამის გამო დოპინგ კონტროლზე არ ჩავვარდე" - მოურინიო პაპუ გომესს დასცინის

"მეშინია ამის გამო დოპინგ კონტროლზე არ ჩავვარდე" - მოურინიო პაპუ გომესს დასცინის
23-10-2023, 01:17
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელ ნახევარმცველ პაპუ გომესს, დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო ფეხბურთის თამაში გასულ კვირაში 2 წლით აუკრძალეს ,

"მონცას" მოთამაშემ იქამდე "დიდი შეცდომა" დაუშვა და "რომას" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ირონიულ სტილში ისაუბრა, როგორც უკვე მოგვიანებით აღმოჩნდა, პაპუმ ასე სასაუბროდ სწორი ადამიანი ვერ შეარჩია და პორტუგალიელმაც საკუთარ სტილში უპასუხა.

"ჟოზე მოურინიო? მის შესახებ მხოლოდ ერთი რამ მახსოვს - ევროპალიგის ფინალში სევილიასთან ერთად მის რომას მოვუგე" - თქვა "მონცას" არგენტინელმა მოთამაშემ.

როგორც ჩანს, გომესის ეს სიტყვები მოურინიოს თვალთახედვაში მოხვდა და დღეს, "მონცასთან" გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არგენტინელს საკუთარ სტილში უპასუხა.

"პაპუ გომესი? ევროპალიგის ფინალში ის ნამდვილად არ მახსოვს. თუმცა მგონია, რომ ნახევარფინალურ მატჩებში "იუვენტუსის" წინააღმდეგ უკვე დადასტურებული ტესტის შემდეგ ითამაშა, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არაა. ახლა უფრო მეტად გაციებაზე ვდარდობ, ცოტა მახველებს და ყელი მტკივა, მაგრამ წამლის ან სიროფის მიღებას არ ვაპირებ, მეშინია დოპინგ კონტროლზე არ ჩავვარდე" - ასეთი პასუხი გასცა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა "მონცას" მოთამაშეს.

პაპუ გომესს დოპინგის საწინააღმდეგო ტესტი 2022 წლის ოქტომბერში აუღეს, მაშინ ჯერ კიდევ სევილიას ფეხბურთელი იყო. დადებითი პასუხის მიუხედავად, 34 წლის ფეხბურთელი მუნდიალზე მაინც გაემგზავრა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში იტალიურ მონცას შეუერთდა, მაგრამ მალევე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი