ვინისიუს ჯუნიორი:"უკვე ბავშვებიც ასე იქცევიან"- ბრაზილიელი რასისტულ შეძახილზე » სპორტის ხაზი

ვინისიუს ჯუნიორი:"უკვე ბავშვებიც ასე იქცევიან"- ბრაზილიელი რასისტულ შეძახილზე

ვინისიუს ჯუნიორი:"უკვე ბავშვებიც ასე იქცევიან"- ბრაზილიელი რასისტულ შეძახილზე
22-10-2023, 22:11
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რამოს სანჩეს პისხუანზე "სევილიამ მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1-1 დამთავრდა.

შეხვედრას არ ჩაუცლია ინციდენტების გარაშე, ტრიბუნიდან პოლიციამ ორი მაყურებელი გააძევა, მიზეზი ვინისიუსის წინააღმდეგ გამოყენებული რასისტული შეძხილები გახდა.

ინციდენტზე მატჩის შემდეგ ვინიუსმაც ისაუბრა: “ამჯერად ეს ბავშვმაც გააკეთა. მას მივმართავ: რა სამწუხაროა, რომ არავინ არაფერს გასწავლის. მე ბრაზილიაში ბევრ ინვესტიციას ვდებ განათლებაში.”

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეო მტკიცებულებებიც გავრცელდა, რომელშიც ასახულია თუ რა ტიპის შეურაცხყოფას აყენებენ ვინიუს ჯუნიორს, რაზეც ესპანეთის პოლიციამ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი