"მოედანზე ბრწყინავდა", - რას წერს უოტფორდი ჩაკვეზე » სპორტის ხაზი

"მოედანზე ბრწყინავდა", - რას წერს უოტფორდი ჩაკვეზე

"მოედანზე ბრწყინავდა", - რას წერს უოტფორდი ჩაკვეზე
22-10-2023, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

"უოტფორდმა" ჩემპიონშიფის მე-12 ტურში შეფილდ უენსდეი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მართალია, ჩაკვეტაძე "კრაზანების" ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 62-ე წუთზე გამოვიდა და გამორჩეული იყო, ეს კი "უოტფორდის" ოფიციალურ ვებ-გვერდს არ გამორჩენია:

"წარმატებულმა ცვლილებებმა "უოტფორდის" თამაშში გარდატეხა შეიტანა. ცვლილებაზე შემოსული გიორგი ჩაკვეტაძე მოედნაზე პრაქტიკულად ბრწყინავდა. ჩაკვეტაძე მოედანზე მარცხენა ფლანგიდან აქტიურობდა და რამდენიმე კარგი კომბინაცია გაითამაშა."


მატჩის შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თამაში ცვლილებაზე შემოსულმა მოთამაშეებმა მოიგეს, მათ შორის კი ბუნებრივია გიორგიც იგულისხმებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.