ლობჟანიძის ასისტი - საბა MLS-ში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს » სპორტის ხაზი

ლობჟანიძის ასისტი - საბა MLS-ში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს

ლობჟანიძის ასისტი - საბა MLS-ში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს
22-10-2023, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

საბა ლობჟანიძე ოკეანის გადაღმა ბრწყინვალე პერფორმანსებს განაგრძობს - ამჯერად, ქართველმა ფეხბურთელმა "ცინცინატის" წინააღმდეგ ასისტის შესრულება შეძლო.

ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედი" "ცინცინატს" უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა (2:2), მასპინძლების მხრიდან კი ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ლობჟანიძე იყო.

ლობჟანიძემ მოედანზე 63 წუთი გაატარა - ამ დროის განმავლობაში ასისტის გარდა კიდევ რამდენიმე მომენტში გამოირჩა, თუმცა რიგ შემთხვევებში მეტოქე გუნდის მეკარემ აჯობა. რაც შეეხება შეფასებას, "ატლანტას" მხრიდან შეფასებით მას მხოლოდ ერთმა მოთამაშემ აჯობა - 7.6.

საბას გუნდმა რეგულარული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.