VIDEO: "ბავშვებიც აიყოლიეს, უკვე მერამდენეჯერ ხდება!" - ვინისიუსი უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

VIDEO: "ბავშვებიც აიყოლიეს, უკვე მერამდენეჯერ ხდება!" - ვინისიუსი უკმაყოფილოა

VIDEO: "ბავშვებიც აიყოლიეს, უკვე მერამდენეჯერ ხდება!" - ვინისიუსი უკმაყოფილოა
22-10-2023, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

"რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა - ამჯერად გასულ ტურში, "სევილიასთან" მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა. მას რამდენიმე ფანმა მიაყენა შეურაცხყოფა, მათ შორის იყო ბავშვიც, ერთი გულშემატკივარი კი რასისტული ქცევის გამო სულაც სტადიონიდან გაიყვანეს და პოლიციას გადასცეს - ეს ინფორმაცია "სევილიამ" დაადასტურა.

"რა სამწუხაროა, რომ არავინ არაფერს გასწავლის. მე ბრაზილიაში ბევრ ინვესტიციას ვდებ განათლებაში.”
- ამ სიტყვებით მიმართა ბრაზილიელმა შემტევმა ბავშვს.

ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, როგორ შეურაცხყოფენ ფანები ვინისიუსს სხვადასხვა რასისტული ჟესტებით.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გამეორება მიწევს, მაგრამ ეს უკვე მე-10 შემთხვევაა. სულ უფრო და უფრო ბევრი აკეთებს ამას. იმედი მაქვს, რომ ესპანელი სამართალდამცავები სათანადოდ მოიქცევიან. ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ.” - აცხადებს 23 წლის მოთამაშე.

VIDEO: "ბავშვებიც აიყოლიეს, უკვე მერამდენეჯერ ხდება!" - ვინისიუსი უკმაყოფილოა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი