დი ფრანჩესკო: "კვერნაძე კარგად ვარჯიშობს, ის ჩემგან შანსს მიიღებს" » სპორტის ხაზი

დი ფრანჩესკო: "კვერნაძე კარგად ვარჯიშობს, ის ჩემგან შანსს მიიღებს"

დი ფრანჩესკო: "კვერნაძე კარგად ვარჯიშობს, ის ჩემგან შანსს მიიღებს"
21-10-2023, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ში ტრანსფერის შემდეგ იტალიური საკლუბო ფეხბურთის კარი სხვა ახალგაზრდა ქართველებსაც გაეხსნათ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი კვერნაძეა, რომელიც "ფროზინონეს" ღირსებას იცავს.

იტალიური გუნდის თავკაცმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ახალგაზრდა ქართველზე დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანსს მიიღებს:

"გიორგი ბრწყინვალედ ვარჯიშობს, ამ თვალსაზრისით ის ნამდვილად გაზრდილია, ხოლო ტექნიკურად და ტაქტიკურად კიდევ სჭირდება გაწვრთნა. ის ძალიან მონდომებულია და დარწმუნებული ვარ, სამომავლო პერსპექტივაში ავანსებს აუცილებლად გაამართლებს.

ჩემს გუნდში ყოფილან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებდნენ, თუმცა თავდაუზოგავი ვარჯიშით ახერხებდნენ თავის გამოჩენას. გიორგიც ამ გზას ადგას და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ძირითად შემადგენლობაში მოხვდება"
, - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი