ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს - გვარდიოლას პასუხი » სპორტის ხაზი

ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს - გვარდიოლას პასუხი

ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს - გვარდიოლას პასუხი
21-10-2023, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

წლევანდელი ოქროს ბურთის ორი მთავარი ნომინანტი ლეო მესი და ერლინგ ჰოლანდი არიან.

"მანჩესტერ სიტის" თავკაც პეპ გვარდიოლას სწორედ ეს შეკითხვა დაუსვეს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა არგენტინელი სუპერვარსკვლავის მხარე დაიჭირა, მთავარი არგუმენტი კი, ბუნებრივია, მსოფლიო ჩემპიონატი იყო:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ოქროს ბურთის ორი განყოფილება უნდა გვქონდეს - ერთი მესისთვის, ერთი კი სხვებისთვის. რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდს ამ კალიბრის სეზონი ჰქონდა, რადგან მან 50 გოლი გაიტანა და 3 ტიტული მოიგო, მაგრამ მესი თავის ყველაზე ცუდ სეზონშიც კი თითქმის ყველაზე უკეთესი იყო. თანაც, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო... მეტი რისი თქმაა საჭირო?", - განაცხადა გვარდიოლამ.

ცნობისთვის, ესპანური მედიის კულუალური ინფორმაციით, ოქროს ბურთს სწორედ არგენტინელი დაეუფლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი