"ნაკრებებმა ყოველი დღისთვის კომპენსაცია უნდა გადაგვიხადონ" - დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"ნაკრებებმა ყოველი დღისთვის კომპენსაცია უნდა გადაგვიხადონ" - დე ლაურენტისი

"ნაკრებებმა ყოველი დღისთვის კომპენსაცია უნდა გადაგვიხადონ" - დე ლაურენტისი
21-10-2023, 01:47
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედია SportMediaset-ს ინტერვიუ მისცა:

"2013 წლიდან დღემდე ნაკრებებში ჩვენი ფეხბურთელების ასპარეზობისათვის კომპენსაციის სახით დაახლოებით 4 მილიონი ევრო მივიღეთ, თუმცა ეროვნულ გუნდებში სისტემატურად ჩვენს 10 ფეხბურთელზე მეტს იწვევენ. ეს კარგი არაა.

ჩემი აზრით, 32 წლის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს, ისევე როგორც 28 წლის! ახლა არიან ისეთები, რომლებიც 18 წლის ასაკშიც კი უკვე შთამბეჭდავნი არიან. თუ მათ თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცათ, როგორ მივლენ ჩემპიონობამდე? რა საჭიროა 19-წლამდე და ახალგაზრდული ნაკრებები, თუ მათ ასეთ მცირე ყურადღებას აქცევენ? ეს მატჩები არანაირად არ ზრდიან მათ ღირებულებას. მინდა იყოს ნაკრები, რომელშიც ისეთი ახალგაზრდები ითამაშებდნენ, რომელთა ასაკი 22 წელს არ აღემატება.
თავად კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვას თუ არა გამოძახებული ფეხბურთელი ნაკრებში... საჭიროა უარის თქმის შესაძლებლობა გქონდეს, თუ, მაგალითად, მატჩი ამხანაგურია.
თუ მე ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადავიხადე, ის კი ნაკრებიდან ტრავმირებული ბრუნდება, მაშინ კომპენსაცია უნდა გადაგვიხადონ იმ პერიოდში ყოველი დღისთვის, როდესაც ის ვერ ითამაშებს. გაიხსენეთ ნეიმარის შემთხვევა" - განაცხადა დე ლაურენტისმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი