"რთული პერიოდი გადავიტანე" - ხოჭოლავა დანიურ გამოცემასთან საუბრისას » სპორტის ხაზი

"რთული პერიოდი გადავიტანე" - ხოჭოლავა დანიურ გამოცემასთან საუბრისას

"რთული პერიოდი გადავიტანე" - ხოჭოლავა დანიურ გამოცემასთან საუბრისას
20-10-2023, 19:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და კოპენჰაგენის ცენტალურმა-მცველმა დავით ხოჭოლავამ ინტერვიუ campo-ს მისცა, სადაც ტრამვიანი პერიოდი გაიხსენა და განაცხადა:

"2023 წელი ხოჭოლავასთვის ცუდად დაიწყო. მუხლის ტრავმის გამო ივლისში ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი რეაბილიტაციისთვის დრო დასჭირდა. ის მიმდინარე კვირის სამშაბათს მოედანზე დაბრუნდა და მიდტიულანდთან მომავლის თასის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა განაცხადა, რომ ბევრს მუშაობდა, რათა თამაშისთვის მზად ყოფილიყო.

მოედანზე დასაბრუნებლად დიდი ხანია ვემზადები და ეს დღეც დადგა. რაც მთავარია, ახლა თავს კარგად ვგრძნობ. სიხარულისგან ერთი კვირა ნორმალურად არ მიძინია. დილით ადრე ვდგებოდი, რათა ვარჯიშზე მივსულიყავი.

რა თქმა უნდა, ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ ორმაგი მონდომებით ვვარჯიშობ. მსურს, კოპენჰაგენის სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდე. ძალიან ბედნიერი ვარ, თამაში ისევ რომ შემიძლია. იმედი მაქვს, მალე პარკენ არენაზე ჩემპიონატის მატჩის ჩატარებასაც შევძლებ
."
– განაცხადა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ „ოპენჰაგენმა მომავლის თასზე მიდტიულანდი 3:2 დაამარცხა. სუპერლიგის მორიგი შეხვედრას გუნდი 21 ოქტომბერს საკუთარ სტადიონზე ვაილესთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი