არიგო საკი: "ამ ასაკში ბელინგემის დონეზე მხოლოდ ეს ფეხბურთელი იყო" » სპორტის ხაზი

არიგო საკი: "ამ ასაკში ბელინგემის დონეზე მხოლოდ ეს ფეხბურთელი იყო"

არიგო საკი: "ამ ასაკში ბელინგემის დონეზე მხოლოდ ეს ფეხბურთელი იყო"
20-10-2023, 12:46
Aa Aa
გაზიარება:

ჯუდ ბელინგემი ამ სეზონს საოცარ ფორმაში შეხვდა და უკვე უამრავჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ბოლო სანაკრებო პაუზაზეც გამოიჩინა თავი, სადაც იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის საუკეთესოს ტიტული კვლავ მოიგო.

ლეგენდალურმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ ამ ასაკში ჯუდის დონის ფეხბურთს მხოლოდ ლეო მესი თამაშობდა:

"ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, იტალიასთან მატჩში ნამდვილი დომინანტი იყო და ყველა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა.

ამ ასაკში ჩემზე ბელინგემის დონის შთაბეჭდილება მხოლოდ ლეო მესიმ მოახდინა. ბუნებრივია, ბელინგემი და მესი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა თუ ასეთი თავმდაბლობით გააგრძელა თამაში, შეუძლია მესის გზას გაჰყვეს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი