''კარგი ვაჟკაცი დააკლდი შენს სამშობლოს..."- ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

''კარგი ვაჟკაცი დააკლდი შენს სამშობლოს..."- ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

''კარგი ვაჟკაცი დააკლდი შენს სამშობლოს..."- ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
19-10-2023, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტი ბექა წიფიანი ტრაგიკლად გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ქართველი ფალავანი, მარნეულში რამდენიმე დღის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...

"სიტყვები ზედმეტია... ყველასთვის მწარე რეალობა ხარ, ბექა. კარგი ვაჟკაცი დააკლდი შენს სამშობლოს, სამშობლოს რომელსაც ყველგან ასახელებდი, მრავალჯერ უნდა აგეწია შენი ქვეყნის დროშა, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა... ქართულმა ძიუდოს სკოლამ დაკარგა პერსპექტიული და უაღრესად კარგი სპორტსმენი, ბექა წიფიანი. თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახს, აცხონოს უფალმა ბექას სული..."- ვკითხულობთ ერთ-ერთი მოქალაქის სოციალურ ქსელში

აღსანიშნავია, რომ ბექა წიფიანი სხვადასხვა წლების განმავლობაში, ჭაბუკთა შორის -60კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი იყო. ასევე უფროსებს შორის ის 2019 წლის საქართველოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. კარიერის მთავარ მიღწევად მისი 2017 წელს ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლა იყო, როდესაც მეორე ადგილი დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი