Voetbal: "მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გაცილებით უკეთესია" » სპორტის ხაზი

Voetbal: "მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გაცილებით უკეთესია"

Voetbal: "მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გაცილებით უკეთესია"
19-10-2023, 16:09
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდური Voetbal გიორგი მიქაუტაძის საკითხზე წერს და "აიაქსს" მიანიშნებს, რომ ქართველ თავდამსხმელს შანსი ფორვარდის პოზიციაზე უნდა მიეცეს.

"გიორგი მიქაუტაძისთვის გასული სანაკრებო კვირა დაუვიწყარი გამოდგა. 22 წლის ფორვარდი ტაილანდთან ნაჩვენები შედეგით საქართველოს ნაკრების ისტორიაში შევიდა. მან 17 წუთში 3 გოლი გაიტანა და შოთა არველაძის შემდეგ, პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამას დამატებული, მე-2 ტაიმში მეოთხეც გაიტანა და ამით, საქართველოსთვის უნიკალური მიღწევა გვაჩვენა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი გატანილი გოლი კვიპროსთან დაპირისპირებაში. რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ მატჩებიდან? ის, რომ მიქაუტაძე მართლაც ფორვარდი ყოფილა. "აიაქსში" მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ჩაატარა 10 ნომრისა თუ თავდამსხმელის პოზიციაზე. აი, საქართველოს ნაკრების სისტემაში 3-5-2, იგი გაცილებით უკეთესია". - წერენ ნიდერლანდელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი