იტალიური მედია: "კვარაცხელია ახლა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "კვარაცხელია ახლა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება"

იტალიური მედია: "კვარაცხელია ახლა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება"
19-10-2023, 14:48
Aa Aa
გაზიარება:

სანაკრებო პაუზა დასასრულს მიუახლოვდა, "ნაპოლი" კი საკლუბო ფეხბურთს დიდი დანაკლისით უბრუნდება - ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო, რომლის გამოც 1 თვე იუქმებს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წერს იტალიური გამოცემა Corriere del Mezzogiorno და ამბობს, რომ ახლა ძალიან ბევრი რამე ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული:

"ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენის ფონზე "ნაპოლისთვის" ახლა გადამწყვეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშია, რომელსაც ლიდერობის თავის თავზე აღება მოუწევს. ამისთვის ხვიჩას არაპროგნოზირებადობა დასჭირდება, რათა გაცდეს რამდენიმე მცველს, რადგან ყველა გუნდი უკვე ამ ტაქტიკას იყენებს მის წინააღმდეგ.

კვარას პროდუქტიულობაში ხელს შეუწყობს მარიო რუიც, რომელსაც ჩარბენებით მეტოქე გუნდის მცველების ყურადღების მიქცევა შეეძლება. წესით, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი სუნთქვა უნდა ჰქონდეს გახსნილი, რადგან სანაკრებო პაუზაზე ჯერ შედეგიანად ითამაშა, შემდეგ კი თავისი ცხოვრების სიყვარულზეც იქორწინა",
- წერს Corriere del Mezzogiorno.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი