ბადრი კვარაცხელია: "სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ნაპოლი" » სპორტის ხაზი

ბადრი კვარაცხელია: "სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ნაპოლი"

ბადრი კვარაცხელია: "სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ნაპოლი"
19-10-2023, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემა Il Mattino-სთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც თავისი შვილის გადაწყვეტილებაც ახსნა იტალიურ გუნდში გადასვლისას.

როგორც ბადრი ამბობს, ხვიჩას ერთ-ერთი მოტივი "ნაპოლიში" გადასვლისას დიეგო მარადონა იყო:

"რატომ "ნაპოლი"? საქართველოში დიეგო მარადონა ყოველთვის ძალიან ბევრს უყვარდა და ახლაც უყვართ. იმის გამო, რომ მეც და ხვიჩასაც ყოველთვის გვინდოდა, დიეგოს მაისური სცმოდა, თანაც მის ქალაქში და მისი სახელობის სტადიონზე, "ნაპოლი" ავირჩიეთ და მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა ბადრიმ.

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" იყიდა 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი