"რონალდუ გაჩერდება, როცა მოუნდება" - ბერბატოვი კრიშტიანუზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"რონალდუ გაჩერდება, როცა მოუნდება" - ბერბატოვი კრიშტიანუზე საუბრობს

"რონალდუ გაჩერდება, როცა მოუნდება" - ბერბატოვი კრიშტიანუზე საუბრობს
19-10-2023, 00:40
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი ინგლისურ მედიასთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"რონალდუ გაჩერდება, როცა მოუნდება. როცა შენს თავზე მის მსგავსად ზრუნავ, ასევე გყავს მისნაირი გუნდი, შენი შანსი იზრდება, რომ ფეხბურთის მოსალოდნელზე დიდხანს ითამაშო. კრიშტიანუს შემთხვევაში, ვფიქრობ, მას კიდევ ორი-სამი წელი აქვს, რათა კარიერა გააგრძელოს.


ხალხი იტყვის, რომ ის თამაშობს უფრო დაბალი დონისა და ნელი ტემპის მქონე ლიგაში, რომელიც არ არის ისეთი კარგი, როგორც პრემიერ ლიგა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის მაინც ამტკიცებს, რომ ძლიერია, განსაკუთრებით ბოლო დროს. ამას ის თავისი თამაშითა და პორტუგალიის ნაკრებში გოლებით ამტკიცებს.


ის პორტუგალიას ევრო 2024-ზე კვალიფიკაციაში დაეხმარა და ერთ დღეს, რა თქმა უნდა, მისი ბოლო ტურნირი დადგება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვიფიქროთ.


მას თავი დავანებოთ და დარწმუნებული ვარ ახალი გადაწყვეტილებით მალე გაგვაოცებს. ამ დროისთვის კრიშტიანუ აგრძელებს თამაშს და ჩვენ უნდა დავტკბეთ მისი ფეხბურთით, სანამ ის არ გადაწყვეტს, რომ საკმარისია“
- განაცხადა ბერბატოვმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი