ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას რატი ანდრონიკაშვილი? » სპორტის ხაზი

ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას რატი ანდრონიკაშვილი?

ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას რატი ანდრონიკაშვილი?
16-10-2023, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

EUROBASKET.COM-ზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრების 22 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "თსუ-ში" გააგრძელებს და კლუბს ევროპის თასზეც დაეხმარება.

ანდრონიკაშვილი ბოლოს ესპანურ "მურსიაში" ასპარეზობდა, თუმცა, სათამაშო დრო ნაკლებად ჰქონდა. რატი ესპანურ ჩემპიონატში 11 მატჩში საშუალოდ 2.2 ქულასა და 1.2 პასს აგროვებდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში – 2.2 ქულასა და 1.0 მოხსნას.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონს ახლო მომავალში ევროთასის მატჩები ელის. 18 ოქტომბერს "თსუ" გერმანიაში "გოტინგენს" დაუპირისპირდება, ჯგუფში კი იტალიური "ვარეზე" და კვიპროსული "კერავნოსიც" ირიცხებიან.


"თსუ-მ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, სადაც ლისაბონის "ბენფიკასთან" 62:122 განადგურდა, მას მერე კი, საქართველოს სუპერთასი "ბათუმთან" დაპირისპირებაში მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი