"ნაპოლის" 2024 წლის ზაფხულში ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტისგან ვიგებთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიელ სპეციალისტ ვინჩენცო იტალიანოსთან რომელიც ამჟამად "ფიორენტინას" წვრთნის, შეთანხმებას უკვე მიაღწია.
"ვიცი, რომ დე ლაურენტისმა კონტეს დათანხმება სცადა, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა. ამის შემდეგ აურელიომ ვინჩენცო იტალიანოსთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ "ფიორენტინას" სპონსორებისგან შევიტყვე. მათ ფლორენციელებთან ახლო კავშირი აქვთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ინფორმაცია სანდოა" - თქვა სიცილიანომ.
ცნობისთვის, ვინჩენცო იტალიანო "ფიორენტინამდე" "სპეციას" თავკაცობდა.