"დაბრუნებული ღიმილი სახეზე" - იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან » სპორტის ხაზი

"დაბრუნებული ღიმილი სახეზე" - იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან

"დაბრუნებული ღიმილი სახეზე" - იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან
16-10-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ძველ ფორმას ნაკრებშიც იბრუნებს და დიდი სანაკრებო მშრალი სერიის შემდეგ, გასულ მატჩებში, ტაილანდთან და კვიპროსთან, ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი გარემარბის გასულ ჩატარებულ მატჩზე იტალიურმა გამოცემებმა: "კორიერე დელო სპორტმა" და "გაზეტა დელო სპორტმა" დაწერეს.

"კორიერე დელო სპორტი": "კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და ნაპოლი ხელგაშლილი ელოდება. ოსიმენის გარშემო გავრცელებული არასასიამოვნო ამბების ფონზე, ახლა უფრო მეტადაა მნიშვნელოვანი კვარაცხელიაზე კარგი ამბები, ვიდრე ოდესმე: მან შეასრულა თავისი სანაკრებო ვალდებულება და შეუძლია უკვე თავი მიუძღვნას "ნაპოლის" მომდევნო მატჩისთვის მომზადებას, "ვერონასთან" , რომელიც გადამწყვეტია გარსიასთვის და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია".


"გაზეტა დელო სპორტი": "ორი გამარჯვება, ორი გოლი, დაბრუნებული ღიმილი და გოლის ახალი აღნიშვნის სტილი: სანაკრებო პაუზა ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას უმაღლესი კლასის ფორმატში აბრუნებს. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო სიახლეა, რაც რუდი გარსიას შეეძლო მიეღო ამ მტანჯველ სანაკრებო პაუზაზე. ქართველმა თითქოს საბოლოოდ იპოვა საკუთარი თავი, მზადაა ნაპოლი მხრებზე ისევ მოიკიდოს და შეიძლება ამ დელიკატური მომენტიდან გამოიყვანოს. სწორედ ამას იმედოვნებენ კლუბი და გულშემატკივრები, მაგრამ მანამდე ქართველი თანამემამულეებს დაეხმარა. ტაილანდთან 1 საათი სკამზე იჯდა, მაგრამ მოედანზე შევიდა და გაიტანა გოლი, ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის მერე. გუშინ კი კვარამ კვიპროსთან გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გატანის შემდეგ მშვილდოსნის სტილში აღნიშნა: მზადაა ისროლოს ისარი, რათა "ნაპოლი" დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში დააბრუნოს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი