"გოლის გატანა არ დავიწყებია", - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"გოლის გატანა არ დავიწყებია", - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე

"გოლის გატანა არ დავიწყებია", - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე
16-10-2023, 12:22
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბრის სანაკრებო პაუზა გიორგი მიქაუტაძისთვის ნამდვილად გამორჩეული იყო - ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში ქართველმა ფორვარდმა პოკერი მიითვალა, ხოლო კვიპროსთან შეხვედრაში ბოლო წუთზე გატანილი პენალტით საბოლოო ანგარიში (4:0) დააფიქსირა.

ნიდერლანდური მედია ქართველი ფორვარდის თამაშს დადებითად გამოეხმაურა:

"ტაილანდთან 4 გოლის შემდეგ მიქაუტაძემ კვიპროსსაც გაუტანა. მართალია, ჯერჯერობით, ამსტერდამში გიორგის თავისი შესაძლებლობების დემონსტირირება უჭირს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში საქმე უფრო მარტივად აქვს. კვიპროსთან თამაშში ის სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, ხოლო ბოლო წუთზე პენალტი უნაკლოდ შეასრულა." - VOETBALPRIMEUR.NL.

"მიქაუტაძემ თავისი უხვგოლიანი სერია კვიპროსთან გატანილი პენალტით გააგრძელა, თუმცა უცნაურია, რომ ტაილანდთან გატანილი 4 გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კვიპროსთან ის მხოლოდ მეორე ტაიმში გამოიყვანა ცვლილებაზე." - FCUPDATE.NL.

"ტაილანდთან 4 გოლის გატანით გიორგიმ დაამტკიცა, რომ გოლის გატანა არ დავიწყებია. მართალია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა კვიპროსთან სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა მიცემული შანსი ღირსეულად გამოიყენა და პენალტი ზუსტად შეასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ "აიაქსსში" სათამაშო დროის მიღება უჭირს, სანაკრებო პაუზა მისთვის მნიშვნელოვანი იყო." - SOCCERNEWS.NL.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი