კიტეიშვილი: "ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა" » სპორტის ხაზი

კიტეიშვილი: "ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა"

კიტეიშვილი: "ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა"
16-10-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

ოთარ კიტეიშვილი გრაცის "შტურმში" თავისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს - მის ანგარიშზე 6 შეხვედრაში 3 გატანილი გოლია.

ავსტრიულ კლუბთან ხელშეკრულება კიტეიშვილს სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ხოლო როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა:

"ჯერ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაწყებულა, სიწყნარეა. როცა დაიწყება, ამას აუცილებლად გაიგებთ.

მიხარია, რომ ბოლო მატჩებში საქმე ისე წავიდა, რომ რამდენიმე გოლის გატანა მოვახერხე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნო"
, - განაცხადა კიტეიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი