როგორ გამოეხმაურნენ იტალიურ პრესაში კვარაცხელიას პერფორმანსს » სპორტის ხაზი

როგორ გამოეხმაურნენ იტალიურ პრესაში კვარაცხელიას პერფორმანსს

როგორ გამოეხმაურნენ იტალიურ პრესაში კვარაცხელიას პერფორმანსს
15-10-2023, 21:55
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გოლს + ასისტი შემოგვთავაზა, რითიც იტალიური მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

აი, რას წერს იტალიური მედია ხვიჩას დღევანდელ თამაშზე:

"კვარაცხელია კვიპროსთან გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ხვიჩამ საჯარიმოში ელვისებური შესვლით გოლი გაიტანა, ხოლო მესამე გოლში ასისტი მიითვალა", - NAPOLI SSC.

"კვარაშოუ და ბრწყინვალე პერფორმანსი კვიპროსის წინააღმდეგ - დაძაბული და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ქართველებმა გარდატეხა მეორე ტაიმში შეიტანეს. კვარაცხელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა, შემდეგ კი ლევან შენგელიას გაატანინა", - TUTTOSPORT.COM.

"იტალიის ჩემპიონმა კვარაცხელიამ მატჩის 58-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით თანაგუნდელს ასევე ლამაზი გოლის გატანაში დაეხმარა. მან ამ სანაკრებო პაუზაზე მეორე გოლი გაიტანა - იქამდე ტაილანდის ნაკრების კარი აიღო", - CALCIONAPOLI24.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი