"ვფიქრობ ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ" - პირლო ფავორიტებს ასახელებს » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ" - პირლო ფავორიტებს ასახელებს

"ვფიქრობ ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ" - პირლო ფავორიტებს ასახელებს
15-10-2023, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად "სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სკუდეტოს ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

პირლოს თქმით, სერია A-ს მოგებისთვის სამი გუნდი იბრძოლებს.

"ჯერჯერობით "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" შთამბეჭდავად თამაშობენ და ვფიქრობ, ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მათ საამისოდ ყველაფერი აქვთ. შესაძლოა "ნაპოლისგან" მეტს ველოდით, თუმცა მთავარი მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა"
- განაცხადა პირლომ.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციას 21 ქულით "მილანი" იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი