2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი - უკანასკნელი ტურნირი, სადაც ბელგიის ეროვნული ნაკრები რობერტო მარტინესმა წარადგინა.
დიდი ფორუმის დასრულების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა, ამავე ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კი ის კრიტერიუმები დააწესა, რომლებსაც ახალი მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს.
როგორც დაიწერა, ბელგიელების ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი იტალიელი მწვრთნელი, ანდრეა პირლოა, რომელიც ახლა თურქულ კარაგუმრუკში მუშაობს.
ცნობისთვის, ბელგიელთა კიდევ ერთ ვარიანტს თომას ტუხელი წარმოადგენს, თუმცა რამდენად გააჩნია თავად გერმანელს ბელგიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი, ეს ცალკე საკითხია..