"მადლობა ამ შესაძლებლობისთვის" - "რეინჯერსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს » სპორტის ხაზი

"მადლობა ამ შესაძლებლობისთვის" - "რეინჯერსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"მადლობა ამ შესაძლებლობისთვის" - "რეინჯერსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
15-10-2023, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

რეინჯერსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - შოტლანდიურ კლუბს 2027 წლამდე ფილიპ კლემენტი ჩაიბარებს.

49 წლის სპეციალისტი ორშაბათს გუნდს შეხვდება და პირველ სავარჯიშო სესიას ჩაატარებს მთავარი მწვრთნელის რანგში.

ბელგიელმა მაიკლ ბილი ჩაანაცვა, რომელიც გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გუნდმა მისი თაოსნობით 7 მატჩიდან სამი წააგო.

რა ვიცით კლემენტის სამწვრთნელო კარიერის შესახებ - კლემენტი წარმატებული იყო ბელგიაში, სადაც მოიგო ზედიზედ სამი პრო ლიგის ტიტული გენკსა და ბრიუგეში. რის შემდეგაც შეუერთდა მონაკოს.

"ჩემთვის პატივია, რომ დავინიშნე რეინჯერსის საფეხბურთო კლუბის ახალ მენეჯერად და მინდა მადლობა გადავუხადო საბჭოს, რომ მომცა ეს შესაძლებლობა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი