საფეხბურთო მენეჯერი ილია სარალიძე : "მალე ქართველი მეკარე ესპანეთში ამ კლუბის ღირსებას დაიცავს" » სპორტის ხაზი

საფეხბურთო მენეჯერი ილია სარალიძე : "მალე ქართველი მეკარე ესპანეთში ამ კლუბის ღირსებას დაიცავს"

საფეხბურთო მენეჯერი ილია სარალიძე : "მალე ქართველი მეკარე ესპანეთში ამ კლუბის ღირსებას დაიცავს"
15-10-2023, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო მენეჯერმა ილია სარალიძემ პირველ არხთან მიცემულ ინტერვიუში ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გაანდო.

"საქართველოში ბევრი ტალანტია და ესპანეთში ბოლო დროს მათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ეს ყველაფერი ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, რომლის ტრანსფერის ინიციატორი იყო ჩემი ძმა, ლევან სარალიძე, ესპანელ მენეჯერ ანტონიო ლოპესთან და გიორგის აგენტ, ლევან სეთურიძესთან ერთად.

ზამთარში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი შედგება. საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია - ვალიადოლიდში მარტვილის მერანის მეკარე, საბა ქაჯაია გადავა. ეს კლუბი ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდომ შეიძინა და მისი პრეზიდენტია. ველაპარაკე მერანის პრეზიდენტს, ჯესი სურმავას, რომლის პოზიციამ გამახარა – ფულზე კი არა, ბავშვის პერსპექტივაზე გვესაუბრა. ასეთი მიდგომის შედეგია, მარტვილში თანამედროვე საფეხბურთო აკადემია რომ დააფუძნა.

ასევე ვმუშაობთ სხვა ტრანსფერებზეც, მაგრამ ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილა. ესპანელებისთვის საქართველოს ბაზარი, ბრაზილიის შემდეგ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ – მათ ინტერესს ტალანტების სიმრავლე და დაბალი ფასები განაპირობებს.
"


შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილამდე, ლევან და ილია სარალიძეებმა, ანტონიო ლოპესთან ერთად, ესპანეთში გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი განახორციელეს, საბურთალოს მცველი, გიორგი ჯინჯოლავა კადისის მეორე გუნდში გადაიყვანეს, დინამოს აკადემიის 16 წლის მეკარე, დავით ვარძელაშვილი – ვილიარეალში, ხოლო ანდრია კვარაცხელიამ ვალენსიას აკადემიასთან გააფორმა კონტრაქტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი