"პალესტინისკენ ხართ", - ებრაელი ფეხბურთელი "სელტიკიდან" მიდის » სპორტის ხაზი

"პალესტინისკენ ხართ", - ებრაელი ფეხბურთელი "სელტიკიდან" მიდის

"პალესტინისკენ ხართ", - ებრაელი ფეხბურთელი "სელტიკიდან" მიდის
14-10-2023, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ პალესტინა - ისრაელის კონფლიქტი კვლავ გაღვივდა და ახლა იმაზე მძიმე სახე მიიღო, ვიდრე ბოლო ხანებში ოდესმე მიუღია.

მსოფლიო ორ ნაწილადაა გაყოფილი - ნაწილი პალესტინის მხარეს იჭერს, ნაწილი კი - ისრაელის. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი ლიელ აბადა ამ კონფლიქტში გლაზგოს "სელტიკის" პოზიციით უკმაყოფილოა და ამის გამო შოტლანდიის დატოვებას გეგმავს.

საქმე ისაა, რომ გლაზგოელი გულშემატკივარი ღიად პალესტინის მხარდამჭერია, რამდენიმე თამაშში მათ არაბების მხარდამჭერი ბანერებიც გამოფინეს, ეს ყველაფერი კი აბადასთვის აუტანელი აღმოჩნდა.

ლიელმა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ამ პირობებში ვერ ითამაშებს და კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. ამჟამად აბადა ისედაც ტრავმირებულია, თუმცა სავარაუდოდ მხარეებს შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში შეწყდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი