ქეცბაია: "არ მინდოდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "არ მინდოდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში"

ქეცბაია: "არ მინდოდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში"
14-10-2023, 18:23
Aa Aa
გაზიარება:

თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მოხვდა.

თემურმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს 2 შეხვედრა მისთვის ურთულესია, რაც ხვალინდელი შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა:

"ჯგუფური ეტაპის დაწყებამდეც ვხვდებოდით, რომ ძალიან რთული პროცესი იქნებოდა. 6 თამაშის შემდეგ უქულოდ ვართ. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ახალგაზრდა ლიდერები ჰყავს - მათ თამაშის სურათის შეცვლა ინდივიდუალურად შეუძლიათ.

პირველ მატჩში ქულის აღებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა არ გაგვიმართლა. ახლაც მსგავსი რთული თამაში იქნება და იმედია, რაიმე ღირებულს შევქმნით.

ამჟამად კვიპროსის ნაკრებს ვხელმძღვანელობ და მომავალზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა აზრის ვარ ნაკრებში დაბრუნებაზე, ეს სხვა სასაუბრო თემაა, რომელზეც კომენტარს არ გავაკეთებ.

არ მინდოდა, საქართველოს ნაკრებთან ჯგუფში მოვხვედრილიყავი. ეს ძალიან რთული 2 მატჩია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრებს მივუძღვენი, თუმცა კვიპროსშიც დიდი დრო მაქვს გატარებული. მოედანზე მეტოქეები ვართ, ისე კი, რა თქმა უნდა, საქართველო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი