"ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ" - ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა ოსიმენის ტრამვაზე მედიასთან ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ" - ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა ოსიმენის ტრამვაზე მედიასთან ისაუბრა

"ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ" - ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა ოსიმენის ტრამვაზე მედიასთან ისაუბრა
14-10-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში (რომელიც 2:2 დასრულდა) ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი დაშავდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონის მთავარი გოლეადორის ტრავმა სერიოზული არ არის.

ამის შესახებ OmaSportsTV-სთან საუბრისას ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პესეირომ ისაუბრა.

"ოსიმენი ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით შევცვალეთ, მან მოედანი თავისი ფეხით დატოვა, რაც უკვე კარგია. ზუსტი დიაგნოზი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. მუდმივ კონტაქტზე ვართ ნაპოლისთან და მის ხელმძღვანელობასთან, რადგან სანაკრებო პერიოდში ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ.

ოსიმენი 16 ოქტომბერს მოზამბიკთან ამხანაგურ მატჩს, ალბათ, გამოტოვებს, რადგან, შესაძლოა, ტრავმა გართულდეს. პატივი უნდა ვცეთ იმ კლუბს, რომელიც მას ხელფასს უხდის
."
– განაცხადა ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი