ნიგერიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პესეირომ Il Mattino-სთან ინტერვიუ ჩაწერა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
“ნაპოლი არაჩვეულებრივ ფორმაშია. ინტერის, მილანისა და იუვენტუსის დონის გუნდებთან მოგება მშვენიერია. ვიმედოვნებ, რომ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს.
ოსიმენს ნაკრებში დიდი როლი აქვს, გამარჯვებულის მენტალიტეტი მოაქვს და ლიდერია, სხვებისგანაც მაქსიმალურს ითხოვს. იგი საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროსაა, ყოველთვის მეტს ითხოვს. გოლებით ბედნიერია, მაგრამ უფრო ღირებულის შექმნა სურს”- განაცდხადა პესეირომ.