გუშინ, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჟირონას წინააღმდეგ გამართა. 90 წუთი ანგარიშით 1-1 დასრულდა კრისტიან სტუანისა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით.
ძირითადი დროის შემდეგ გუნდებმა თერთმეტმეტრიანებიც შეასრულეს, სადაც პარტენოპეიმ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ პენალტი არ დაურტყამს ქართველ ვინგერს, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას მცირე ტრამვა მიიღო და მოედანი დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სოციალურ მედიაში Сalcio Napoli 24-მა გაავრცელა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ტოვებს 22 წლის ფეხბურთელი გასახდელს (შეხვეული ფეხით).