შენგელიას "ვირტუსმა" მანუჩარ მარკოიშვილის "მონაკოს" სძლია - თორნიკე გამორჩეული იყო » სპორტის ხაზი

შენგელიას "ვირტუსმა" მანუჩარ მარკოიშვილის "მონაკოს" სძლია - თორნიკე გამორჩეული იყო

შენგელიას "ვირტუსმა" მანუჩარ მარკოიშვილის "მონაკოს" სძლია - თორნიკე გამორჩეული იყო
14-10-2023, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე, ევროლიგაზე ორი ქართველის გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა - მანუჩარ მარკოიშვილის მონაკომ თორნიკე შენგელიას ვირტუსს უმასპინძლა და 59:83 დამარცხდა.

ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა (23:15) და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.

მარკოიშვილი მონაკოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ხოლო შენგელია – ვირტუსის ლიდერი. მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე სწორედ თორნიკე გახლდათ. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა. ქართველის სრული სტატისტიკა ასეთი იყო:

26 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 5/2 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.

ვირტუსს ევროლიგაზე ორი ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი 15 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატში ტრენტოსთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი