არველაძე: "იმედია, მიქაუტაძე კლუბში მეტ სათამაშო დროს მიიღებს" » სპორტის ხაზი

არველაძე: "იმედია, მიქაუტაძე კლუბში მეტ სათამაშო დროს მიიღებს"

არველაძე: "იმედია, მიქაუტაძე კლუბში მეტ სათამაშო დროს მიიღებს"
13-10-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა "ტაილანდი" 8-0 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი პოკერი შეასრულა, რითიც ნაკრების ისტორიაში შევიდა.

ამსტერდამის "აიაქსის" ფორვარდის ამ ბრწყინვალე შედეგს საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს, ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს."

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ სწორედ არველაძის რეკორდი მოხსნა - შოთის ანგარიშზე სომხეთთან და ფარებებთან ჰეთთრიკი იყო, თუმცა პოკერი აქამდე არავის არასდროს გაუტანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი