ქეცბაია: "კვიპროსის ნაკრებში ბევრი პრობლემა გვაქვს" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "კვიპროსის ნაკრებში ბევრი პრობლემა გვაქვს"

ქეცბაია: "კვიპროსის ნაკრებში ბევრი პრობლემა გვაქვს"
12-10-2023, 15:47
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ ქეცბაიას კვიპროსის ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსის ნაკრებსა და პრობლემებზე ისაუბრა:

"კიდევ ერთი ძალიან რთული თამაში გველოდება ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩემი მწვრთნელობის პერიოდში სტადიონზე ხალხმრავლობა იქნება, ჩვენ კი ყველაფერს ვიზამთ წარმატებისთვის. ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს და პოტენციალი გვაქვს.

ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. წარმოიდგინეთ, ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, შეიძლება ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩეს. მე ზღაპრები არ მიყვარს და ვიცოდი, რომ ამ ჯგუფში წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთული იქნებოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ შესაბამის დონეზე არ ვართ, რამდენიმე საკადრო პრობლემა გვაქვს და ამაზე საუბარი სირცხვილი არაა.

ჯერ ჩვენ იმ დონეზე არ ვართ, რომ ესპანეთს, ნორვეგიას ან შოტლანდიას შევეჭიდოთ",
- განაცხადა თემურმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი