თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ტოვებს და სამუშაოდ პაფოსში მიდის? » სპორტის ხაზი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ტოვებს და სამუშაოდ პაფოსში მიდის?

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ტოვებს და სამუშაოდ პაფოსში მიდის?
19-05-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ახლა კვიპროსის ნაკრებს წვრთნის, რომელთანაც საქართველოს დაპირისპირება საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ მალე მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსულ მედიაში დღეს ქეცბაიასა და კვიპროსული კლუბის, კერძოდ პაფოსის კავშირის შესახებ დაიწერა, რაზეც კომენტარი ამავე კლუბის პრესმდივანმა, პოლობიოს პალიურასმა გააკეთა:

"თემურ ქეცბაია პაფოსის დამრიგებლად? - სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ცხადია, სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და მედიაში როგორც ახალი ფეხბურთელების, ისე ახალი სპეციალისტების გვარებს გავიგებთ, ეს ნორმალური პროცესია."

"ახლა ჩვენთვის მთავარი საზრუნავი ის გახლავთ, რომ შიდა ჩემპიონატში ერთ-ერთი ბოლო მატჩი აეკ ლარნაკასთან დამაჯერებლად გავმართოთ და ქულები მოვიპოვოთ."

"რასაკვირველია, თუ კლუბის ხელმძღვანელობა რაიმე მნიშვნელოვანს გადაწყვეტს, ის ოფიციალური მალევე გახდება."
- თქვა პალიურასმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი